31 აგვისტო 2026,   20:00
ვრცლად
22 წლის ნიკა ტაბატაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

22 წლის ნიკა ტაბატაძეს, რომელსაც ჰოჩკინის ლიმფომა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც მისი ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, იმისთვის, რომ ნიკას მკურნალობა ბოლომდე დასრულდეს და სრულფასოვანი ცხოვრება გააგრძელოს, კიდევ 3 იმუნოთერაპია სჭირდება, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

"მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან. ჩემს ოჯახის წევრს, 22 წლის ნიკას დაუდგინდა ჰოჩკინის ლიმფომა, რომელსაც ერთი წელია ვებრძვით. საბედნიეროდ, დღეს უკვე კარგად არის და მხოლოდ ბოლო ეტაპი დაგვრჩა.

იმისთვის, რომ მკურნალობა ბოლომდე დასრულდეს და ნიკამ სრულფასოვანი ცხოვრება გააგრძელოს, მას კიდევ სჭირდება 3 იმუნოთერაპია - ნივოლუმაბი.

სამწუხაროდ, ამისთვის საჭირო თანხას კვლავ ვერ ვუმკლავდებით და ისევ თქვენი დახმარების იმედი გვაქვს. დაგვეხმარეთ, რომ ნიკას ეს ბოლო ნაბიჯებიც ერთად გადავადგმევინოთ.

ერთი ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთად ბოლომდე, ნიკას ჯანმრთელი მომავლისთვის!", - წერს ნიკას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში. 

თიბისი ბანკი

#GE70TB7132445064300017

საქართველოს ბანკი

#GE12BG0000000538051543

მიმიღები: ანა ჯაფარიძე (დედა).

დღის ამბები