ირანის უზენაესი ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ, მუსლიმურ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, "ნამდვილი მტრის" წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისლამური ერთიანობის კვირეულისადმი მიძღვნილ წერილობით მიმართვაში ნათქვამია, რომ ყველა, ვინც მუსლიმებს შორის განხეთქილებას ქმნის, ისლამის მტრებს ეხმარება.
"ამოიცანით თქვენი ნამდვილი მტერი, გაიგეთ მისი გეგმა და დაუპირისპირდით მას", - წერს ირანის უზენაესი ლიდერი.