31 აგვისტო 2026,   20:00
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბენზინგასამართ სადგურთან, აფეთქება მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა. ადგილზე, სავარაუდოდ, ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად, დაიწვა ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მანქანა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები