30 აგვისტო 2026,   19:41
ვრცლად
ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან, ბორნის ჩაძირვის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 23 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც დაახლოებით 270 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 23 დაკარგულად მიიჩნევა.

ხელისუფლების ცნობით, კერძო ბორანი კირენიას პორტიდან 12:30 საათზე (09:30 GMT) გავიდა, რის შემდეგაც მალევე, ჯერჯერობით გაურკვეველი მოზეზით ჩაიძირა. ბორანი თურქეთის პორტ ტასუჯუსკენ მიემართებოდა.

ჩაძირული ბორანი ჩრდილოეთ კვიპროსსა და თურქეთს შორის ყოველდღიურად მოძრავი კატამარნებიდან ერთ-ერთი იყო.

დღის ამბები