თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი მენაბდის საქმის განხილვას იწყებს. სასამართლო მხარეების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავს. საუბარია ახალგაზრდაზე, რომელიც პოლიციამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 3 წლის შემდეგ დააკავა.
დეკანოზ შიო მენაბდის შვილს გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე სასიკვდილოდ დაჭრეს. ანალოგიური ბრალდებით მიხეილ კალანდიას შარშან 11-ტ წლიანი პატიმრობა მიესაჯა.