20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
10 ათასი ფლაკონი "რემდესივირი", რომელიც საქართველომ უფასოდ მიიღო, უკვე თბილისშია

ათი ათასი ფლაკონი "რემდესივირი“ საჩუქრად საქართველოს - 4 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი უკვე თბილისშია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, ამერიკული კომპანია Gilead-ის გზავნილი ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

თენგიზ ცერცვაძე იმასაც აცხადებს, რომ რამდენიმე ანგაჟირებულმა ექიმმა ყველაფერი გააკეთა ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, თუმცა ის დღემდე ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

"ამერიკისგან მივიღეთ დიდი დახმარება, ძალიან სერიოზული დახმარება, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციის სახით, უფასოდ გადმოსცა საქართველოს "რემდესივირის" 10 000 ფლაკონი.

​როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე საქართველოს გარეთ მცხოვრებმა ზოგიერთმა ქართველმა ექიმმა შეეცადნენ ამ მედიკამენტის დისკრედიტაციას, რაც გააბათილა ამ მედიკამენტის გამოყენების ძალიან კარგმა შედეგებმა," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

დღის ამბები