07 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
მღვდელმა ეპისკოპოსებს მჟავა შეასხა - რამ გამოიწვია ბერძენ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 

საბერძნეთში დააკავეს მღვდელი, რომელმაც 7 სასულიერო პირს მჟავა შეასხა. შემთხვევა ათენის ერთ-ერთ მონასტერში მაშინ მოხდა, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 36 წლის მღვდლის ეკლესიიდან გარიცხვის საკითხს განიხილავდნენ. მჟავა სასულიერო პირებს სწორედ მან შეასხა.

სამი ეპისკოპოსი სახეზე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამწვრობები მიიღეს პოლიციელმა და დაცვის თანამშრომელმაც, რომელმაც მღვდელი მონასტრის გასასვლელთან დააკავა. მომხდარი უკვე დაგმო საბერძნეთის პრეზიდენტმა.

დღის ამბები