03 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობა ქუთაისში - 65 წლის მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

ქუთაისში არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ის ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

65 წლის კაცი ქუთაისში გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან გარყვნილი ქმედება შვიდი წლის ბავშვთან სცადა. საგამოძიებო ორგანომ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა.

ინციდენტზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 65 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები