გორში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემისთვის დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვა ფიქრობს, რომ ეს ოპტიმალური გამოსავალია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩანიშვნასაც მოითხოვს.
თამარ თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ მკურნალობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აუცილებელია. 21 წლამდე ახალგაზრდას პროკურატურა სსკ 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ედავება, რაც 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.