წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს "ფორდის" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ორივე მათგანი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა წნორის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.