07 მაისი 2024,   00:10
ვრცლად
კაცმა მეგობარი ქალის შესაჩერებლად პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ავტოსადგურში ბომბია

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ცრუ შეტყობინების ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავა. გაირკვა, რომ ტერნივიკის ავტოსადგურში მეგობარ ქალთან ჩხუბის შემდეგ კაცმა პოლიციაში დარეკა და ბომბის არსებობის შესახებ აცნობა.

გამოძიების ცნობით, ამ გზით მამაკაცმა სცადა მეგობარი ქალისთვის ქალაქიდან გასვლაში ხელი შეეშალა. მან პოლიციას უთხრა, სასწრაფოდ შეეჩერებინათ ყველა ავტოსადგურზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება და მოეხდინათ მგზავრების ევაკუაცია.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა ავტოსადგურში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. 

ცრუ შეტყობინების ავტორი პოლიციამ მალევე დააკავა. აღმოჩნდა, რომ მან პოლიციაში სხვა მოქალაქის ტელეფონით დარეკა.

 

დღის ამბები