07 მაისი 2024,   03:05
ვრცლად
დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - ოფიციალური ბაქო ერევანს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, 2 ქვეყნის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა. ისმის სროლის ხმაც. ოფიციალური ბაქო სომეხ სამხედროებს ტოვუზის რაიონის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ამ ფაქტს კი რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი სამხედროების გატაცებაც უძღოდა. ბაქოში ირწმუნებიან, რომ სროლის დროს არავინ დაშავებულა და ახლა სიტუაციაზე კონტროლს აზერბაიჯანელი სამხედროები ინარჩუნებენ. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ერთმანეთს ისევ პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს დასრულებულად მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევი სომხეთს მშვიდობის დამყარებისთვის - ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

ორი ქვეყნის საზღვარზე დაძაბული ვითარების ფონზე, ბაქოში აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელიც მიმდინარე კვირას დასრულდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთობლივი სამხედრო სწავლების მთავარი მიზანი ორი ქვეყნის არმიის ქვედანაყოფების ურთიერთქმედებების გაუმჯობესებაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები