07 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
"ტელეფონით ველაპარაკებოდი მას, როდესაც ეს მოხდა... ღამის 1:30 საათი იყო" - მაიამიში ნგრევის შემდეგ დაკარგული ქალის ქმარს ცოლის პოვნის იმედი აქვს

ქალი, რომელსაც მაიამიში სახლის ჩამონგრევის შემდეგ ვეღარ პოულობენ, ნგრევის მომენტში ტელეფონით ქმარს ესაუბრებოდა.

მაშველებმა 40 წლის კესი სტრატონის პოვნა ჯერ ვერ შეძლეს. ის შენობის მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც დაინახა უზარმაზარი ღრმული იმ ადგილას, სადაც მანამდე საცურაო აუზი იყო. 

"ვაშინგტონში ვიყავი, ტელეფონზე ველაპარაკებოდი მას, როდესაც ეს მოხდა... ღამის 1:30 საათი იყო," - იხსენებს ქალის ქმარი NBC-სთან. სტრატონი იმედოვნებს, რომ ისრაელელი მაშველები, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული, მისი ცოლის პოვნას შეძლებენ. 

"ის ყველაზე მხიარული, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, მუდმივად რაღაცას ვაკეთებდით, უამრავი საინტერესო ადგილია მაიამიში და ყველას მონახულებს ვაპირებდით," - ამბობს სტრატონი

გარდაცვლილი ქალის ნათესავებს და მეგობრებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ კესის ცოცხალს იპოვიან.

"მას ჯერ კიდევ ეძებენ ნანგრევებში. გთხოვთ, გაუგზავნეთ სიყვარული და დადებითი ენერგია, ბრძოლის ენერგია... ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ის ცოცხალია," - წერს კესის მეგობარი, რეშონდა გრეგორი "ფეისბუქზე". 

ფლორიდაში მეხუთე დღეა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. საცხოვრებელი კომპლექსის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა 9 ადამიანს მიაგნეს, მაგრამ 9-ვე გარდაცვლილი იყო. ადამიანების ხმა, რომელიც პირველ დღეებში სამაშველო სამსახურს ნანგრევებიდან ესმოდა, ახლა აღარ ისმის. ეძებენ 150 მოქალაქეს.  

დღის ამბები