07 მაისი 2024,   05:56
ვრცლად
"კადიროვმა 15 წლის ფატიმა სილამაზის კონკურსზე გაიცნო და მასზე დაქორწინდა" - ჰყავს თუ არა ჩეჩნეთის პრეზიდენტს მეორე ცოლი

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. რუსულ მედიაში წერენ, რომ მას, შესაძლოა, მეორე ცოლიც ჰყავდეს, რომლის შესახებ ინფორმაციას მალავს. 

გამოცემა "პროექტი", რომელმაც არაერთი ხმაურიანი გამოძიება ჩაატარა, ცოტა ხნის წინ წერდა, რომ 44 წლის კადიროვს, 42 წლის ოფიციალური ცოლის, მედნის გარდა მეორე ცოლიც ჰყავს - ფატიმა ხაზუევა, რომელიც სილამაზის კონკურსზე გაიცნო ჩეჩნეთში, 2006 წელს. 

კონკურსზე 15 წლის ფატიმამ მეორე ადგილი დაიკავა, ამის შემდეგ კი, მალევე, "პროექტის" ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერს გაჰყვა ცოლად. ამ ინფორმაციას ადასტურებს ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ხაზუევას ძმასთან და გოგონას ახლობლებთან. 

გამოცემის ცნობით, კადიროვის მეორე ცოლი გროზნოსა და მოსკოვში საკმაოდ დიდი ქონებას ფლობს. ჩეჩნეთის დედაქალაქში მის საკუთრებაშია ძვირადღირებული სასახლე, რომელიც კადიროვის რეზიდენციის მოპირდაპირედ მდებარეობს. 

ამასთან, ფატიმა ოფიციალურად არის აღრიცხული კადიროვის ადმინისტრაციის თანამშრომლად, სადაც ის, ხელფასის სახით, 100 000 რუბლს იღებს. რუსეთის დედაქალაქის ელიტარულ უბნებში ფატიმას სახელზე დარეგისტრირებულია რამდენიმე ბინა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი რუბლია. 

მოსკოვში ბინებს ფლობს კადიროვის ოფიციალური ცოლიც, მედნი, რომელთან ერთადაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი 14 შვილს ზრდის. 

ამას გარდა, "პროექტის" მტკიცებით, მედნის ყალბი პირადობის მოწმობა აქვს - მედნი მუსაევას სახელით, რომელზეც დიდი ოდენობით უძრავი ქონებაა დარეგისტრირებული. 

თავად რამზან კადიროვი მეორე ცოლის შესახებ არასოდეს საუბრობს, თუმცა მრავალცოლიანობის მიმართ დადებით აზრს ყოველთვის აფიქსირებდა. 

დღის ამბები