20 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
ფორუმი "ურბან თბილისი" დასრულდა

ფორუმი "ურბან თბილისი" დასრულდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ჰაერის დაბინძურება და სხვა გამოწვევები – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც მხარეებმა იმსჯელეს.

ფორუმი 2017 წლიდან იმართება და მისი ორგანიზატორები თბილისის მერია და "ფაინენშელ მედია" არიან.

"მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ფორუმები, რადგან ჩვენ გვეძლევა კიდევ ერთხელ შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულ მხარეებს გავაცნოთ ის გეგმები, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია ურბანული განვითარების მიმართულებით," - აცხადებს თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი.

დღის ამბები