19 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
22 გარდაცვლილი და 1194 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1194 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 36 5 068 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5297 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  678 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 35 1 144-მდე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29709  კვლევა ტესტით, მათ შორის 18220 კვლევა ანტიგენის ტესტით და  11489  PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2,5%, ხოლო 7 დღის მანძილზე -  2,45%.

დღის ამბები