19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
მამამ 16 წლის გოგონას საძინებელ ოთახში სათვალთვალო კამერა დაუმონტაჟა - მოზარდმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სუიციდზე ფიქრი დაიწყო

ოჯახური ძალადობა არასრულწლოვანზე, რომელიც 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა - 16 წლის გოგოს მამამ საძინებელ ოთახში სათვალთვალო კამერა დაუმონტაჟა.

მოზარდზე მამა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. 16 წლის გოგონას მდგომარეობა იმ დონემდე დამძიმდა, რომ მან სუიციდზე ფიქრი დაიწყო, მოზარდს სკოლის ფსიქოლოგის დახმარება რამდენჯერმე დასჭირდა.

გოგონა მოძალადე მამასთან ერთად მარტო მას შემდეგ დარჩა, რაც დედა გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამუშაოდ თურქეთში წავიდა. "კურიერის" კამერასთან ყოფილ ქმართან თანაცხოვრების რთული ეტაპი დედამაც გაიხსენა. 

დღის ამბები