03 სექტემბერი 2026,   04:56
ვრცლად
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ამბროლაურის საკრებულოს წევრის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა​

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ამბროლაურის საკრებულოს წევრის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ გივი ქურციკიძე კორუფციულ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალაებს ჯერ არ გაცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის, წარდგენილი ბრალის დასამტკიცებლად.

"არავის ბრალეულობაზე არ საუბრობს, შესაბამისად დანაშაულებრივ მოქმედებებში მონაწილეობაზეც არ საუბრობს, იმიტომ, რომ რეალურად ფაქტს დგილი არ ჰქონია. გამოძიებისგან არ ვარ ინფორმირებული, რომ კიდევ ვინმე შეიძლება მოიაზრებოდეს ამ კოკრეტულ ვერსიაში,"- აცხადებს  ადვოკატი ნიკოლოზ ალთუნაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სახელმწიფო მოხელე. გამოძიების ცნობით, ამბროლაურის საკრებულოს ფრაქცია "ერთობის" თავმჯდომარე მოქალაქეს მერიასთან შუმავლობას დაპირდა და სანაცვლოდ ფული მოთხოვა. 

დღის ამბები