16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2019 წლიდან დღემდე მილიარდ 122 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული 3,700-მდე პროექტი განხორციელდა

მესტიაში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ანგარიშები მოისმინეს.

2019 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თვითმმართველობების მიერ რეგიონში 3,700-მდე პროექტი განხორციელდა, რომლის ჯამური ღირებულებაც მილიარდ 122 მილიონი ლარია.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, რეგიონში ენერგო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები