19 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
"დემონს დავპირდი, რომ 6 თვეში 6 ქალს მოვკლავდი" - ლონდონში მომხდარი მკვლელობებისა და ეშმაკთან დადებული კონტრაქტის დეტალები

საზარელი მკვლელობა დემონთან დადებული გარიგებისთვის - მოზარდმა ლონდონში სასტიკად დახოცა ორი და, რომლებიც დაბადების დღეს ერთ-ერთ პარკში ღია ცის ქვეშ აღნიშნავდა. 

ლონდონის პოლიციამ გაუჩინარებული დების ცხედრები შემთხვევიდან 2 დღეში ტყეში გადამალული იპოვა, მათ ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდათ. 

პოლიციამ დამნაშავეს მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილი სისხლის კვალით მიაგნო, თუმცა როგორც თავად ბრალდებული დანიალო ჰუსეინი ამბობს, შემთხვევის მომენტში მას დაზიანება არ მიუღია.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცმა საზარელი მკვლელობა დემონთან დადებული გარიგების გამო ჩაიდინა. განმარტება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მისი თქმით, თუ ის 6 თვეში 6 ქალს დახოცავდა, სანაცვლოდ მეგა სუპერჯეკპოტს მოიგებდა.

ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ჰუსეინის ხელით დაწერილი კონტრაქტი, სადაც დემონი Lucifuge Rofocale-ა მოხსენიებული, მასში დეტალურადაა საუბარია "გარიგების" პირობებზე.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჰუსეინმა მკვლელობამდე დანით, რომლითაც 2 და სიცოცხლეს გამოასალმა, ხელი გაიჭრა. ჭრილობის გამო კი რამდენიმე დღეში საავადმყოფოს მიაკითხა.

შემზარავი მკვლელობის საქმეს, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ უბანში გასულ წელს მოხდა, ბრიტანეთის სასამართლო ახლა განიხილავს. 

 ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები