20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ვაქცინაცია ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა, აქ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დაგვიანებას - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ვაქცინაცია სუსტი რგოლი აღმოჩნდა.

მან "ღამის კურიერის" ეთერში ვაქცინაციის დაგვიანების სხვადასხვა მიზეზებზე ისაუბრა. 

"ვაქცინაცია - ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში და აქ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დაგვიანებას. მე არ ვარ არც საკოორდინაციო და არც ვაქცინაციის საბჭოს წევრი და დეტალური მიზეზები არ ვიცი, მაგრამ ვუსმენდი და ვიზიარებ ბატონი პაატას მოსაზრებას - იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური რესურსი და ის გავლენები მსოფლიოს რუკაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, და ბუნებრივია, რომ ჩვენზე წინ დადგნენ. ვაქცინაციას ერთმანეთს ასწრებდა ყველა, ჩვენზე წინ დადგნენ ის ქვეყნები, პირველ რიგში, ვინც თავად აწარმოებდა ვაქცინას. როგორ შეიძლება ჩვენ აშშ-ს, ინგლისს ან სხვა ქვეყნებს შევედაროთ, რომლებიც თავად აწარმოებდნენ ვაქცინას. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ გადაგვეხადა ორჯერ მეტი და საქართველოს ვაქცინა მიეღო სხვაზე ადრე,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

 

დღის ამბები