ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველომ Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა უკვე შეიძინა და მისი მოწოდება ივლისის თვიდან დაიწყება.
"Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა შეძენილია და მისი მოწოდება ივლისის თვიდან დაიწყება. მის სრულ რაოდენობას კი წლის ბოლომდე მივიღებთ. ასევე COVAX-იდან მისაღები დოზები, რომელიც 43 000-ია და გარკვეული შეფერხება გვქონდა მის მიღებასთან დაკავშირებით, ესეც აღმოიფხვრება და მის მიღებას ივლისის დასაწყისში ველოდებით მის მიღებას,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.
რაც შეეხეა სხვა ვაქცინებს, დღეს, Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 12:00 საათზე ვერ დაიწყო - რეგისტრაციის პორტალი პარალიზებულია. ამ წუთებში საიტის ტექნიკური განახლება მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენ ხანში ექნებათ მოქალაქეებს შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური ვებ-გვერდით, რომლის მეშვეობითაც აცრისთვის დარეგისტრირდებიან.