20 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
კომპანია "საქნახშირი" - გაფიცული მეშახტეებისთვის ხელფასის ფიქსირებული მატება არ განიხილება

კომპანია "საქნახშირის" საკონსულტაციო საბჭო მეშახტეების პროტესტის გამოხატვის ფორმას გმობს. მათი განცხადებით, გაუგებარია პროტესტის ისეთი ზომები, რომელიც ზიანს აყენებს საწარმოს.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გაფიცულებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდეს.
მიხეილ სოცკის თქმით, ხელფასის ფიქსირებული მომატება არ განიხილება და კომპანია გაფიცულებს, ბონუსებისა და პრემიების სისტემას სთავაზობს.

პროფკავშირების განცხადებით, ისინი დიალოგს მიესალმებიან, გაფიცულ მეშახტეებთან კონსულტაციებს გაივლიან და ხვალისთვის გახდება ცნობილი, პროტესტი გაგრძელდება, თუ მეშახტეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

დღის ამბები