"ტელეკომპანია პირველი" კვლავ თავდასხმის ობიექტია - ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ფონიჭალაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფონიჭალაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს. დაზიანებულია კუთვნილი აპარატურა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ადგილზე სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა.