31 აგვისტო 2026,   15:41
ვრცლად
ფინეთი პრეზიდენტი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება

ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს. ფინეთი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიალოგი გარკვეულ ეტაპზე დაიწყება, თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელება არ შეუძლია.

"დარწმუნებული ვარ, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან უფრო პირდაპირი კონტაქტი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ ორმხრივი გაუგებრობები. ამიტომ დიალოგი გარკვეულ ეტაპზე დაიწყება, მაგრამ უბრალოდ ვერ გეტყვით თარიღს, რადგან არ ვიცი", - განაცხადა სტუბმა.

დღის ამბები