27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
შპს "კუ" და შპს "კატა" - ცნობილია, ვინ ხელმძღვანელობდა სექსინდუსტრიას საქართველოში

კოვიდშეზღუდვების გამო სხვა საქმიანობების მსგავსად რეალური სივრციდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა პროსტიტუციამაც. ამ მიზნით შექმნილმა ერთ-ერთმა ქართულმა საიტმა, პანდემიის დროს, მილიონობით ლარის შემოსავალი მიიღო.

ბაზაში ხუთი ათასამდე სექს-მუშაკი იყო დარეგისტრირებული. ვებ-გვერდი ახლა გათიშულია, - მისი შემქმნელები კი ბრალდებულის სკამზე აღმოჩდნენ - არალეგალური პროსტიტუციის გამოსავლენად სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

ონლაინ პორნოინდუსტრიის სათავეში, გამოძიების ინფორმაციით, 2 პირი იდგა. ზვიად თავართქილაძე და ერთი ქალი პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა. ადმინისტრატორი წინასწარ პატიმრობაში რჩება, საიტის მფლობელმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

P.S -თან საიტზე დარეგისტრირებული ერთ-ერთი სექსმუშაკი ჰყვება, რომ საიტის გამოყენება და დარეგისტრირება არასრულწლოვნებისთვისაც იყო შესაძლებელი.

საიტზე მონაცემების განთავსება 100 ლარი ღირდა, თუ ვინმე ფიქსირებულ გადასახადზე მეტს ჩარიცხავდა ის პრივილეგიებით სარეგებლობდა და VIP გვერდზეც ხვდებოდა.

ბრალის დადგენილებაში წერია ისიც, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით kama.ge-ს გარდა კიდევ 2 შპს დაარსეს - შპს "კუ" და შპს "კატა". აღნიშნული კომპანიების ანგარიშები განთავსებული იყო kama.ge-ზე.

ჯგუფი სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობას სავარაუდოდ 3 წლის განმავლობაში ეწეოდა, მათ ანგარიშზე საერთო ჯამში 2216973 ლარი იყო.

სასამართლო განხილვები გრძელდება. არ არის გამორიცხული ახალი მტკიცებულებების გაჩენის შემდეგ, დანაშაულში მხილებული პირების საქმეში უფრო დამამძიმებელი გარემოებებიც გამოიკვეთოს და დამნაშავეთა წრე კიდევ გაფართოვდეს.

დღის ამბები