რადიკალურმა ჯგუფებმა სასულიერო პირებთან, მათ შორის მაღალი იერარქიის და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად დილიდან შეკრება ორ ლოკაციაზე ქაშვეთთან და რუსთაველის მეტროსთან დაიწყეს.
მანამდე აქ იყვნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც თბილისში რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და ღამე ქვეყნის მთავარ გამზირზე გაათენეს. რადიკალურმა ჯგუფებმა ჯერ პარლამენტთან ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაარბიეს, შემდეგ დაწიწყო ძალადობა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე.
ჩვენმა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა როგრ მოსდევდნენ ჯგუფებად მოძალადეები ჟურნალისტებს და ოპერატორებს, როგორ ურტყამდნენ მათ ხელებს, ფეხებს და სხვადასხვა საგნებს. როგორ დაეჯახა მიზანმიმართულად რამდენჯერმე მედიის წარმომადგენლებს აქცის მონაწილე სკუტერით. როგორ დააამტვრიეს მათ ტელევიზიების აპარატურა.
დაზარალებულია 20-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი. ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჩვენ ჟურნალისტებს მარიამ ქუმსიშვილს, მარიკა გოცირიძეს, გიორგი პერტიას, სალომე ბოკუჩავას, ოპერატორებს შოთა სიკინჭილაშვილს, ზურა მანაგაძეს, ბექა ათაბეგაშვილს. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. იყო ძალადობა სხვა მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებზე.
ამ დრომდე ველოდებით ინფორმაციას, სად არიან მოძალადეები და არიან თუ არა დაკავებულები იმ გამოძიებიოს ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მუხლით დაიწყო. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ზალადობა.