03 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ვაშლოვანში ლოკალიზებულია - ნაკრძალში ენდემური ჯიშის ხეები დაიწვა 

ძლიერი ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში ლოკალიზებულია - ცეცხლის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 80 რეინჯერი და 120 მეხანძრე მუშაობს. რთული რელიეფის გამო სტიქიის ადგილზე სპეციალისტებმა წყალი სპეციალური პომპებით მიიყვანეს.

დამწვარია ენდემური ჯიშის ხეები. ცეცხლის სრულად ლიკვიდირებისთვის მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები