ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სხდომას არ დაესწრება.
მისი პარტიის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესს კიდევ ერთხელ მოიხსენიებენ როგორც პოლიტიკურ რევანშს.
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავებიან.