26 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
გორის სპეცოპერაციისას დაკავებულები ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ - მომხდარს აპროტესტებენ მათი ოჯახის წევრებიც

გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა ახლობლები ამ წუთებში პოლიციის სამმართველოსთან არიან შეკრებილი. ისინი მომხდარს აპროტესტებენ და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

5 პირი გორში, გამთენიისას, ერთმანეთის პარალელურად დააკავეს. ყველა მათგანს ე. წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცავები მათ სახლში ძალით შემოიჭრნენ, რის გამოც სტრესი განიცადა სახლში მყოფმა არასრულწლოვანმა.

ადვოკატი ნინო შავშიშვილი ამბობს, რომ დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ ისინი არიან ქურდული ტრადიციების მატარებლები, რასაც ისინი კატეგორიულად უარყოფენ და წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, დეტალები მას შემდეგ ეცოდინება, რაც მას დოკუმენტაცია გადაეცემა.

დაკავებულებს ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

დღის ამბები