01 სექტემბერი 2026,   07:09
ვრცლად
ვაქცინაციის მასიური კამპანიისთვის ყველა მიმართულებას გააქტიურება სჭირდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრირებული პირების სწრაფად ზრდა ეტაპობრივად მოხდება. მისივე თქმით, ივლისის თვე იქნება საწყისი ეტაპი ვაქცინაციის მასიური კამპანიისთვის.

"ეტაპობრივად ვფიქრობ, რომ მოხდება სწრაფად ზრდა რეგისტრირებული პირების და 20 000-25 000-იანი სამიზნე, დაახლოებით ალბათ 2 კვირაში შესაძლებელი იქნება, რომ მიიღწეს კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობით.

ივლისის თვე არის საწყისი პერიოდი მასიური კამპანიისთვის, გააქტიურება სჭირდება ყველა მიმართულებას, რესურსი ამისთვის არსებობს," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები