20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
პირველად საქართველოში, დაგვიფიქსირდა 3 მძიმე ორ თვემდე ბავშვი - ივანე ჩხაიძე "ინდური" შტამის აგრესიულ მიმდინარეობაზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ინდური შტამს ბავშვებში აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს.

"პირველად საქართველოში სამი მძიმე, ორ თვემდე ასაკის ბავშვი დაგვიფიქსირდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ ქვეყანაში. 

ამის უკან დგას ქვეყანაში შეცვლილი ვირუსოლოგიური სურათი, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოხდა, როდესაც DELTA ვარიანტმა ჩაანაცვლა ე.წ ბრიტანული ALFA ვარიანტი, რამაც გამოწვია გამოიწვია მოსახლეობის გაახალგაზრდავება მოსახლეობის საშუალო ასაკის.

ეს ვარიანტი უფრო მეტად ფიქსირდება ბავშვებში, გაცილებით მეტად აგრესიულად მიმდინარეობს, ეს არის პასუხი, რაც გვაქვს მსოფლიოში. ერთი მუტაცია, რომელმაც ჩაანაცვლა მეორე, "ინდური" მეტად აგრესიულია და უფრო მეტად სჭირდებათ ბავშვებს ჰოსპიტალიზაცია და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, მათში მდგომარეობის სიმძიმე განაპირობებს ორჯერ უფრო მეტ რისკს, მოხვდნენ ეს ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში,"- განაცხადა "დღის კურიერში" ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები