თი-ბი-სი ბანკის საქმეზე სასამართლო განხილვები თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება, დაცვის მხარისთვის უცნობია, ვის გამოკითხვას გეგმავს პროკურატურა.
ადვოკატის განცხადებით, დაკითხული მოწმეების ჩვენებები ვერ ადასტურებენ ბრალდებულების დანაშაულს. დაცვის მხარე მიმდინარე პროცესს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს.
"წინა სხდომაზეც არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა ის, რასაც ბრალდება ამბობს, ანუ რომელიმე პირის ბრალეულობა, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვიძახით, რომ ბრალდებას მტკიცებულებები არ აქვს. არავითარი სამართლიანი მოტივაცია და საფუძველი არ აქვს და როდესაც სამართლებრივი მოტივაცია და საფუძველი არ აქვს საქმეს, ჩნდება ეჭევები სხვა ტიპის მოტივაციის, მათ შორის პოლიტიკურის,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე.