01 სექტემბერი 2026,   00:18
ვრცლად
22 გარდაცვლილი, 1364 ინფიცირებული და 423 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 376 200  გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 423 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 358 227-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 22 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 443 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 629 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 17 883 , PCR ტესტით 15 746.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,06%, ბოლო 14 დღის - 3,67%, ბოლო 7 დღის - 4,07%.

სულ აცრილია - 296 074, დღიურად აცრილია -6 488.

დღის ამბები