20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით დაკავებული გორის საკრებულოს წევრის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს

გორის საკრებულოს წევრის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდება პატიმრობას ითხოვს. თამარ თედიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ მიზეზით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრს გამოძიება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება.

კახა ბურჯანაძე აღიარებს, რომ მანქანის დაწვა სცადა, თუმცა განმარტავს, რომ ავტომობილი მისი საკუთრებაა და მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული მეპატრონეს.

ბურჯანაძე პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი დააკავეს. 

დღის ამბები