20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 7 პირის პროცესი ბოლნისის სასამართლოში მიმდინარეობს

ბოლნისის რაიონის სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე მათ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნაა, რომ დაკავებულების გათავისუფლება მოხდეს ნებისმიერი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების გარეშე. 

სასამართლო პროცესები ორად არის გაყოფილი, დაკავებულების რაოდენობიდან გამომდინარე. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. 

ერთ-ერთი ბრალდებული არ გამორიცხავს, რომ მათ წინააღმდეგ ეს სამართლებლივი დავა პოლიტიკური ნიშნით იყოს დაწყებული. 

"2020-ში, არჩევნები როცა უწევდა, იყვნენ ჩემთან მოსულები, მთხოვეს მივხმარებოდი არჩევნებში, რომ თავიანთ კანდიდატს გაემარჯვებინა, რაზეც უარი მიიღეს, მას შემდეგ სულ ვარ ხან განყოფილებაში, ხან სასამართლოში,"- აღნიშნა პროცესზე ბრალდებულმა.

საგამოძიებო უწყებამ ბრალი სულ 31 პირს წარუდგინა, აქედან 25 არის დაკავებული, 4 მსჯავრდებულია ხოლო 2 პირს ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები