20 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
კოვიდ ვაქცინის პასპორტი რესტორნებში და ღამის კლუბებში შესასვლელად შემოდგომიდან სავალდებულო იქნება - ახალი კანონი დიდ ბრიტანეთში

ადამიანებს რესტორნებში, ღამის კლუბებსა და კაფეეფში შესასვლელად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პასპორტის ჩვენება დასჭირდებათ.

დიდ ბრიტანეთში კანონი წლის მეორე ნახევარში, შემოდგომიდან ამოქმედდება. ასევე კოვიდ პასპორტებთან ერთად აუცილებელი იქნება ადამიანებმა წარადგინონ წინა დღეებში გაკეთებული კოვიდ ტესტების ნეგატიური პასუხები.

პირებს, რომლებსაც არ ექნებათ შესაბამისი დოკუმენტები, არ დაიშვებიან არცერთ მსგავს დაწესებულებებში.

მთავრობამ განცხადებაში განმარტა, რომ კანონი ივლისის 19 რიცხვიდან არ შევა ძალაში, რადგან მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილს, ჯერ კიდევ არ აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები