19 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ფოთში - 21 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ფოთში, ქალაქის ცენტრში, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი, მას მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული.

თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა "სენამედში" გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ  მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები