01 სექტემბერი 2026,   01:06
ვრცლად
9 გარდაცვლილი, 952 ინფიცირებული და 999 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 377 152 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 999 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა - 359 226-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 9 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 452 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 281 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 8 658 , PCR ტესტით 11 623.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,69%, ბოლო 14 დღის - 3,79%, ბოლო 7 დღის - 4,18%.

სულ აცრილია - 302 388, დღიურად აცრილია - 6 096.

დღის ამბები