23 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"მრცხვენია კიდეც, ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო... თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი ამაში, ვიღებ პასუხისმგებლობას" - ეპისკოპოსი საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) ამბობს, რომ შეუძლებელია "სიყვარულზე დაფუძნებული ქრისტეს ეკლესია" ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდებდეს, ის გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

"მრცხვენია კიდეც, საერთოდ ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო, მაგრამ მწუხარების მონაწილე ვარ, ვიზიარებ ტკივილს.

ეკლესია ქრისტესი, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, როგორ შეიძლება საერთოდ ერთი სიტყვაც კი, მოწოდების, თუ ნებისმიერი კუთხით გამოიხატოს იმით, რომ...

ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი. მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და სამწუხაროდ, თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას," - ამბობს ეპისკოპოსი საბა. 

მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლიც (ბერბიჭაშვილი). ის იმედოვნებს რომ "კარგად იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ადამიანი, ვინც ქრისტიანული ეთიკის საპირისპიროდ იქცეოდა".

 

დღის ამბები