20 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
თუ დღეს ამ ძალადობას არ დაგმობთ, იცოდეთ, ხვალ კარზე დაგიკაკუნებთ ვინმე, ვისაც შესაძლოა თქვენი ვარცხნილობა არ მოეწონოს - ტელეკომპანია "ფორმულას" პროდიუსერი

ტელეკომპანია "ფორმულას" პროდიუსერი მათე კირვალიძე "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ძალადობის დაგმობის აუცილებლობაზე საუბრობს.

"არა მარტო ჩემს კოლეგებს, ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ თუ დღეს ამ ძალადობას არ დაგმობთ, იცოდეთ, რომ ხვალ კარზე დაგიკაკუნებთ ვინმე, ვისაც, შესაძლოა, უბრალოდ თქვენი თმის ვარცხნილობა, ჩაცმულობა და თქვენს მიერ ყავის დალევა არ მოეწონოს.

ან ახლა აპროტესტებთ ამ ამბავს, ან ყველა ერთად სთხოვთ ხელისუფლებას პასუხს, ან იცოდეთ, რომ ხვალ სახლებიდან საერთოდ ვერ გამოხვალთ," - განაცხადა  მათე კირვალიძემ.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს დილით დედამ იპოვა. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები