16 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო. ოპოზიციის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის შენობაზე და ასევე, გზის სავალ ნაწილზე წარწერებს აკეთებდნენ - "მკვლელი ხელისუფლება", რასაც დაპირისპირება მოყვა.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე და ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს და სოლიდარობის აქცია სწორედ მანდ დაიწყება.

დღის ამბები