25 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ მედიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისს კვერცხები და "სისხლიანი ბუშტები" ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, რის გამოც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი

დღის ამბები