01 სექტემბერი 2026,   00:19
ვრცლად
რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომატებული ინფიცირების მაჩვენებელი, ბოლო პერიოდში ქმედითი შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა. 

"ბოლო პერიოდში ჩვენ ქმედითი შეზღუდვების გარეშე დავრჩით, მათ შორის არის ღამით მოხსნილი მოძრაობის შეზღუდვა და ბოლო პერიოდში მაღალი აქტივობა - თავყრილობები. კონფერენციაიც ბევრი გაიმართა, ასევე, აქტიური იყო, ამ ბოლო პერიოდში, ბავშვთა ბანაკები, რაც შესაძლოა ინფექციის გავრცელებისთვის ხელშემწყობი იყო. დღევანდელი 1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკულია ზღვარია იმისათვის, რომ ჩვენ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. 

მაგალითად, აქციები არის არაბუნებრივი მობილობა, რაც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. იქ არც პირბადე გამოუყენებია არავის და არც სოციალური დისტანცია იყო დაცული," -განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები