დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის "დელტა" შტამი უფრო აზიანებს მომავალ თაობას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს.
"კორონავირუსის "დელტა შტამი" უფრო აზიანებს მომავალ თაობას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს. უკვე არის ბავშვთა ინფიცირების გარკვეული ზრდა და ბავშვთა საავადმყოფოებში საწოლფონდის დატვირთა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძე.