20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად რეგიონული ტელევიზიები და რადიოსადგურები დროებით მაუწყებლობას წყვეტენ

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, რეგიონული ტელევიზიები - გურია, მეცხრე ტალღა, ოდიში, TOK TV , აგროგარემო, TV/25, მეცხრე არხი, თანამგზავრი, TV 4, რიონი, ბორჯომი tv 15:10 საათზე მაუწყებლობას დროებით თიშავენ.

აქციას უერთდებიან რადიოსადგურები "ჰერეთის" რადისადგურები.

"გარდაცვლილი ოპრატორის, ლექსო ლაშქარავას პატივსაცემად, 15.00 საათზე, მედიაჰოლიდნგ ჰერეთის სამივე რადიოსადგური: დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5 , კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8 და ბათუმში, რადიო ციტრუსი FM97.3, ერთი წუთით შეწყვეტს მაუწყებლობას,"- ნათქვამია "ჰერეთის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლექსო ლაშქარავას ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა 5 ივლისს, მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან სასტიკად ცემეს. TV პირველის ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. 

ლექსო ლაშქარავას დღეს 15:00 საათზე დაკრძალავენ.

 
დღის ამბები