26 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
მსოფლიოში კოვიდვითარება რთულდება - ქვეყნები იძულებული გახდნენ მოხსნილი რეგულაციები ხელახლა აემოქმედებინათ

188 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 4 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. სახელმწიფოების დიდ ნაწილს "დელტა" შტამთან უწევს გამკლავება, რის გამოც ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

"ინდური" შტამის გამო ქვეყნები იძულებული გახდნენ მოხსნილი რეგულაციები ხელახლა აემოქმედებინათ. რეგულაციებს ამკაცრებს ესპანეთი, ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდა, დაიხურა კლუბები.

საფრანგეთში სავალდებულო ხდება მედპერსონალის ვაქცინაცია. რეგულაციების ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს ისრაელიც, სადაც მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილია.

დღის ამბები