19 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
საფრთხის შემცველია, თუ არა ვაქცინების შერევა - ჯანმოს წარმომადგენელი განმარტებას აკეთებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათანი ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. მისი თქმით, ნათქვამი, რომ ვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა, მიემართებოდა  ცალკეულ პირებს და არა ჯანდაცვის უწყებებს.

"ცალკეულმა პირებმა გადაწყვეტილება თავად არ უნდა მიიღონ, განსხვავებით ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან, რომლებსაც არსებული მონაცემების საფუძველზე ამის გაკეთება შეუძლიათ. ველოდებით სხვადასხვა ვაქცინის შერევასთან და შესაბამისობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს. საჭიროა, შეფასდეს იმუნოგენურობა და უსაფრთხოება," - წერს სუმია სვამინათანი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, მეცნიერმა სუმია სვამინათანიმა ონლაინ ბრიფინგზე საზოგადოებას მოუწოდა სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების შერევისგან თავი შეიკავონ რადგან ამასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

დღის ამბები