20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"დაჭრილი ბიჭი ყვიროდა, გიო არ დამტოვო, გეხვეწები არ დამტოვოო..." - რუსთავში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მკვლელობა რუსთავში – ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები დანით მიაყენეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, ის გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, მოტივი შელაპარაკება გახდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

ადგილობრივები მომხდარ ფაქტზე "კურიერთან" საუბრობენ.

"30 წლამდე ბიჭები იყვნენო, ჩხუბი მოსვლიათ, ბევრი ყოფილან. მერე ვიღაცა ყვიროდა დაჭრილიო - გიო არ დამტოვო, არ დამტოვოო... მეტი არაფერი"... - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "კურიერთან" საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები