20 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ის "დელტა" ვარიანტით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად მატულობს - ჯანმო

COVID-19-ის "დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო მსოფლიო პანდემიის მორიგი ტალღის საწყის ეტაპზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად მატულობს.

მომდევნო თვიდან შეზღუდვები გამკაცრდება საფრანგეთში, სადაც რესტორნებში, ბარებსა და კინოთეატრებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა იქნება საჭირო. რეგულაციები გაამკაცრა სამხრეთ კორეამ. ბოლო 24 საათში კი რუსეთში გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

აქტიური ვაქცინაცია გრძელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარდა ამისა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა კოსტა რიკას ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა გადასცა.

დღის ამბები